საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასამდე სამ მატჩს ჩაატარებს

11 ივლისი 2023, 19:50 533 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასის წინ სარაგბო ტესტებს გამართავს. ბორჯღალოსნები სამ მატჩს ჩაატარებენ“ შინ – რუმინეთთან და აშშ-სთან და სტუმრად – შოტლანდიასთან. თუკი ქართველმა მორაგბეებმა აგვისტოში დაგეგმილი ტესტები წარმატებით ჩაატარეს, ისტორიაში პირველად მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ათეულში მოხვდებიან, რადგან ახლა მათ კლასიფიკაციაში 76.23 ქულა გააჩნიათ და მე-11 საფეხური უკავიათ, მეცხრე-მეათე პოზიციებზე კი, შესაბამისად, უელსი 78.08-ით არის და იაპონია 77.39 ქულით იმყოფებიან. აღნიშნული ტესტების მერე კი მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში ჩატარდება, ბორჯღალოსნები კი Ü ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია ეყოლებათ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში