დღეს ბათუმში დასრულდა ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმის მერიის თასი 2023“, რომელიც უკვე მეშვიდედ გაიმართა. შეჯიბრებაში 21 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობა კლასიკურ ჭადრაკში, შვეიცარიული სისტემით ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ხვალ შეჯიბრება ბლიცში გაიმართება