საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის მე-3 ადგილის მფლობელი დღეს ბათუმში გამოვლინდა. A ლიგის ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში აჭარის ნაკრებმა ბათუმის სპორტის სასახლეში ოვერტაიმს უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით – 61:51 დაამარცხა. მატჩის შემდეგ აჭარის ნარების წევრები ბრინჯაოს მედლებით აჭარის რეგიონული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვა. 14-წლამდელთა A ლიგაში ჩემპიონი სამშაბათს გამოვლინდება. ერთმანეთს ზაზას აკადემია და ჰიუნდაი ხვდებიან. სერია 2-მატჩიანია, შეხვედრები 10 და 11 ივლისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.