ბათუმის “დინამოსა” და “ტირანას” მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

09 ივლისი 2023, 19:59 1018 ნახვა

20 ივლისს "დინამო" ბათუმი უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ალბანურ "ტირანას" უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია 10 ივლისს, 13:00 საათზე biletebi.ge/ - ზე დაიწყება. ბათუმი არენასთან მდებარე სალაროებში ბილეთები 18 ივლისიდან გაიყიდება.

ბილეთის ფასი 5, 10, 15, 20 და 25 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 50 ლარს შეადგენს. 

"დინამოსა" და "ტირანას" მატჩი ბათუმი არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ალბანეთში 13 ივლისს გაიმართება

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში