საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

08 ივლისი 2023, 19:01 666 ნახვა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე მატჩში კოსოვო 10 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

ჩვენს ნაკრებს 23 ქულით, 15 მოხსნითა და 2 გადაცემით ბაქარ ბერეკაშვილმა ულიდერა. 14 ქულა ჩააგდო გიორგი ოჩხიკიძემ, 13 - სერგი ნინუამ, 12 - გიორგი სულაბერიძემ. მომდევნო შეხვედრას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 11 ივლისს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უკრაინასთან დიდი ანგარიშით 55:82 დამარცხდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი