საქართველოს ნაკრების წყალბურთელი ანდრია ბითაძე იტალიის ჩემპიონატში ითამაშებს

08 ივლისი 2023, 18:02 764 ნახვა

საქართველოს ნაკრების წყალბურთელი ანდრია ბითაძე კარიერას იტალიურ კლუბ „ორტიგიაში“გააგრძელებს. 

26 წლის ბითაძე სხვადასხვა დროს თბილისის „დინამოში“ „იადრან ჰერცეგში“ (მონტენეგრო), „ბარსელონაში“ (ეპანეთი), „რომაში“ (იტალია), და „ცრვენა ზვეზდაში“ (სერბეთი) თამაშობდა. ბოლოს კი ქართველი წყალბურთელი ბერძნული „პანიონიოსის ღირსებას იცავდა . გასულ სეზონში პანიონისის შემადგენლობაში ბითაძემ ჩემპიონთა ლიგაზე 23 გოლი გაიტანა, ევროპის თასზე ხუთი, ხოლო საბერძნეთის ჩემპიონატში 48.

„ორტიგიამ“ იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი