ევრო 2023-ის ფინალი ბათუმში

08 ივლისი 2023, 15:05 595 ნახვა

მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება დღეს ბათუმის სტადიონზე. 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება. მატჩი 20 საათზე დაიწყება, თუმცა მანამდე ბათუმის ქუჩებში გულშემატკივრები მსვლელობას მართავენ.

ღონისძიება იმართება ბათუმის ბულვარშიც, სადაც მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ბენდები და ანსამბლები. კონცერტის განმავლობაში გათამაშდება 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალის მატჩის ბილეთები. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში