დღეს აჭარულ დერბიში ''ბეთლემი'' და ''გონიო'' ითამაშებენ

05 ივლისი 2023, 10:35 966 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ლიგა ოთხის მე-13 ტურის შეხვედრაში აჭარულ დერბიში ''გონიო'' გასვლაზე ქედის ''ბეთლემს'' ესტუმრება.

12 ჩატარებული მატჩის შემდეგ ''ბეთლემი'' უდანაკარგოდ 36 ქულით პირველ პოზიციაზეა, ხოლო ''გონიო'' კი 33 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

შეხვედრა ქედაში არჩილ ფარტენაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა საფეხბურთო კლუბ ''გონიოს'' ფეისბუქის გვერდზე იქნება შესაძლებელი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში