უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგე ძალებს შორის 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

05 ივლისი 2023, 10:04 456 ნახვა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგე ძალებს შორის, ავდიივკას, ბახმუტის, მარინკასა და ლიმანის მიმართულებებით, 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების უკან დახევა სცადეს, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა, მძიმე არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით, შეტევები განახორციელეს დონეცკის ოლქში, ბოგდანოვკასა და ორეხოვო-ვასილევკას მახლობლად, მაგრამ უკრაინელებმა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოიგერიეს. ასევე ყველა შეტევა მოიგერიეს მარინკას რაიონშიც.

გენშტაბის ცნობით, შეტევითი ოპერაციები ტარდება მელიტოპოლისა და ბერდიანსკის სექტორებში. ოპერაციის ფარგლებში განადგურებულია საოკუპაციო ძალების იარაღის საწყობი. 

ოკუპანტების სამიზნე, კვლავ ხარკოვის ოლქია. გამთენიისას, იერიშების შედეგად, ხარკოვის გარეუბნებში 2 აფეთქება მოხდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში