კონტაქტურ კარატეში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა 

29 ივნისი 2023, 14:20 521 ნახვა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

აჭარის ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ხუთი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.

16-წლამდელთა შორის 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი დიმიტრი მსხალაძე გახდა, ამავე ასაკში 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი გახდა გიორგი ძნელაძე.

18-წლამდელთა შორის კი აჭარის ნაკრების მონაგარი ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. ვიცე-ჩემპიონი ანრი მსხალაძე გახდა, ლუკა მგელაძემ და გრიგორი ბერიძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი მსხალაძე არის ევროპის მეხუთე ჩემპიონი ჭაბუკთა შორის, ვინც ლევან ცინცაძემ აღზარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი