ბათუმელი სუმოისტის ბრინჯაო ევროპულ თამაშებზე

29 ივნისი 2023, 14:10 743 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს სუმოს ნაკრებმა. შეჯიბრებაში 11 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. პირად პირველობაში ქართველი სუმოისტების ანგარიშზე ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალია.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა ბათუმელი კობა მალაყმაძე, რომელიც პირად პირველობაში უმედლოდ დარჩა, თუმცა გუნდურ ჩათვლაში კვარცხლბეკზე ასვლა მაინც შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა მოუგო გერმანიას, ესპანეთსა და პოლონეთს, ერთადერთი მარცხი კი ტურნირის მომავალ ჩემპიონთან უკრაინასთან განიცადა.

წელს ქართველი სუმოისტები იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი