ქუთაისის ტორპედომ სერბი, ავღანელი და კამერუნელი ფეხბურთელები დაიმატა

28 ივნისი 2023, 19:54 494 ნახვა

საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის ტორპედომ 3 ახალი ფეხბურთელი დაიმატა და შესაძლოა, ისინი უკვე 30 ივნისს სამტრედიაში გასამართი სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში ვიხილოთ. აღნიშნულ შეხვედრაში ქუთაისელთა მეტოქე დინამო ბათუმი იქნება, ტორპედოს ახალწვეულები კი სერბი ფილიპ კლიაიჩი, ავღანელი რაჰმატ აკბარი და კამერუნელი ეკონგოლო ნკუმბა არიან. კლუბის პრესსამსახურისვე ცნობით, ამით გაძლიერება არ სრულდება და სუპერთასის შემდეგ, ტორპედოს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაემატება. ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის, შოტლანდიელი სტივ კინის ასისტენტად პორტუგალიელი ნილტონ ტეროსო იმუშავებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში