თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

28 ივნისი 2023, 14:09 537 ნახვა

სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. აქვე წერს მიზეზებზე. 

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს". 

ტელეკოპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძვნებელს,მიშა მშვილდაძეს  თავს გუშინ დაესხნენ.  ამბობს, რომ თავდამსხმელებს არ იცნობს, თუმცა მათ ამოცნობას შეძლებს.     

ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი