FIBA-ს რეიტინგის მიხედვით მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებს შორის საქართველოს ნაკრები 23-ე ადგილს იკავებს

27 ივნისი 2023, 20:38 650 ნახვა

ფიბა-მ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ტურნირის მონაწილე ნაკრებების რეიტინგი პირველად გამოაქვეყნა. აღნიშნული კლასიფიკაციაში საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნებიდან  23-ე პოზიცია ერგო და უკან სამხრეთ სუდანი, მონტენეგრო, ლიბანი, კოტ დ’ივუარი, იორდანია, ანგოლა, ეგვიპტე, ირანი და კაბო-ვერდე მოიტოვა. საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტებს რაც შეეხებათ, ვენესუელა რეიტინგის მე-18 ადგილს იკავებს, კაპო ვერდე ყველაზე სუსტ გუნდადაა დასახელებული და 32-ეა, ხოლო სლოვენია ტურნირის ფავორიტია, რომელიც მე-5-ე ადგილზეა. ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატზე ფიბამ ფავორიტებში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები გაიყვანა, მეორეზე ესპანეთი, მესამე პოზიცია საფრანგეთმა დაიკავა, ხოლო მეოთხეზე ავსტრალია. შეგახსენებთ, რომ რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში