საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელგიას ფრედ 2-2 ეთამაშა

24 ივნისი 2023, 22:01 755 ნახვა

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელგიელ თანატოლებს ფრედ 2:2 ეთამაშა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

მატჩი ბელგიელების უპირატესობით დაიწყო.  მე-15 წუთზე დე კუიპერმა გაიტანა. ამის შემდეგ რამდენჯერმე ჰქონდათ ბელგიელებს გატანის შანსი.

38-ე წუთზე კი ეს სათამაშო უპირატესობა გოლად აქციეს. ბურთი რამაზანმა გაიტანა და პირველი ნახევარი მეტოქემ 0-2 მოიგო.

მეორე ტაიმში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა. საქართველოს ნაკრებმა შეტევებს მოუმატა

52-ე წუთზე წიტაიშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ ანგარიში 1-2 გახდა. 

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები უფრო აქტიურად უტევდა. 87-ე წუთზე აზაროვის ჩაწოდების შემდეგ გულიაშვილმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ამ შეხვედრის ფრედ დამთავრების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 4 ქულით ისევ ჯგუფის ლიდერია.

ჩვენი ჯგუფის მეორე დაპირისპირება პორტუგალიასა და ნიდერლანდებს შორის "მიხეილ მესხზე" ფრედ 1-1 დასრულდა.

ორი ტურის თავზე საქართველოს 4 ქულა აქვს, ბელგიას და ნიდერლანდებს 2-2, ხოლო პორტუგალიას 1. 

მომდევნო ტურში 27 ივნისს საქართველო ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი