აჯანყება რუსეთში - საერთაშორისო გამოხმაურებები

24 ივნისი 2023, 17:15 564 ნახვა

რუსეთში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ემანუელ მაკრონი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, ქვეყანა კი ორიენტირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე.

ტვიტერის პირად გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა პოლონეთის პრეზიდენტმაც. ანჯეი დუდა მაკრონის მსგავსად აღნიშნავს, რომ სიტუაციას აკვირდება და უკვე გაიმართა კონსულტაციები პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან.

უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სისუსტე იმდენად აშკარაა, რომ მას ვერავითარი პროპაგანდით ვეღარ შენიღბავენ.

გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში წერია, რომ ვაგნერელებმა რუსეთის საზღვარი სულ მცირე 2 ადგილში გადაკვეთეს და უახლოეს საათებში კრიზისის განვითარებაში რუსეთის უსაფრთხოების ძალების ლოიალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ოფიციალური ლონდონი კი მოუწოდებს ყველა პარტიას დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი