დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება

24 ივნისი 2023, 11:36 686 ნახვა

საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები "დინამო არენაზე" ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

პირველი ტურის შემდეგ საქართველოს 3 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია.
ბელგიელ ახალგაზრდებს კი 1 ქულა აქვთ.

დღესვე ჩვენს ჯგუფში პორტუგალიისა და ნიდერლანდების შეხვედრა გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში