ამერიკის ვისკონსინის შტატში კატასტროფა განიცადა მცირე ზომის თვითმფრინავმა. ინციდენტი ქალაქ ვაუნაკში მოხდა.
თვითმფრინავი პირდაპირ საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა და ქუჩაში მდგომ ავტომობილს დაეცა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თვითმფრინავმა სიმძლავრე დაკარგა და ქუჩაზე დაეცა.
ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, მათ სხეულის უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს. ჩამოვარდნის ადგილზე არავინ დაშავებულა.