დღეს საქართველოს ნაკრები გასვლაზე შოტლანდიას დაუპირისპირდება

20 ივნისი 2023, 10:44 652 ნახვა

დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში გლაზგოში, შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შოტლანდიას 3 მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველოს 2 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კი 4 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.

საქართველოს და შოტლანდიის ნაკრები გუნდები აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 2 მატჩი საქართველო მოიგო, 2 კი შოტლანდიამ.

დღევანდელი მატჩი "ჰემპდენ პარკზე’’ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში