საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც მოლდოვას დედაქალაქმა კიშინიოვმა უმასპინძლა.
ქართველებმა ევროპირველობაზე 45 ოქროს, 48 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაშიც პირველ ადგილზე გავიდა და აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.
ეროვნული გუნდის შემადგენლობაში აჭარიდან 6 სპორტსმენი ასპარეზობდა. წარმატებით იასპარეზა ხუთმა მკლავჭიდელმა.
აჭარის მონაგარში საერთო ჯამში 11 მედალია, მათგან 6 - ოქროსა და 5 ვერცხლის.