რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება ჯარების გაყვანამდე ომის მხოლოდ გაყინვას ნიშნავს - ვოლოდიმირ ზელენსკი

17 ივნისი 2023, 11:20 587 ნახვა

სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე რუსული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა აფრიკელ ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების დაწყება ჯარების გაყვანამდე არა დასრულებას, არამედ ომის მხოლოდ გაყინვას ნიშნავს.

აფრიკის ქვეყნების - სამხრეთ აფრიკის, ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერები რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეებს ნდობის აღდგენის საკუთარ გეგმას სთავაზობენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი