ახალი ინიციატივა ევროკავშირში

12 ივნისი 2023, 19:44 1024 ნახვა

ევროკავშირის 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ორგანიზაციას უარი თქვას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ერთსულოვნობის პრინციპზე და უფრო ფართოდ გამოიყენოს კენჭისყრა კვალიფიციური უმრავლესობით. საერთო პოზიციით გამოვიდნენ გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების,რუმინეთის, სლოვენიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. განცხადებაში მინისტრები აღნიშნავენ, რომ ისინი არ გამოდიან წინადადებით ევროკავშირის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, არამედ სთავაზობენ პრაგმატულ მიდგომას, რომელიც ფოკუსირებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში