კახოვკას ჰესის ტრაგედიაზე მსოფლიოს ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა - ზელენსკი

11 ივნისი 2023, 11:51 640 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე შეტევას.  გენშტაბის ცნობით მტერმა გამოიყენა ირანული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, მათგან 20-ის განადგურება შეძლეს უკრაინის დამცველებმა. 

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ადგილზე წყლის დონე კრიტიკულ სიმაღლემდე დაეცა. ექსპერტების განცხადებით იმისთვის, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა შეძლოს წყალი 12 მეტრზე მაინც უნდა იყოს, შესაბამისად აცხადებენ რომ სადგური განუსაზღვრელი ვადით იქნება გაჩერებული.

კაშხლის აფეთქებამ ზარალი გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით, დნეპროპეტროვსკის ოლქში სარკინიგზო ლიანდაგის მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა. 

ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით მსოფლიო დონეზე გულგრილობაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო მონაცემებით ხერსონისა და მიკოლაევის რეგიონებიდან 3 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული და პროცესი ისევ გრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი