ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ვიცე-პრემიერი ჩავიდა

10 ივნისი 2023, 10:20 668 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ვიცე-პრემიერისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით ალექსანდრ ნოვაკი სოხუმში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, მოინახულა რამდენიმე ობიექტი.

ნოვაკმა ასევე ბიჭვინთაში სასტუმრო „მასკვა რეზორტის“ ტერიტორია დაათვალიერა.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ასლან ბჟანიასთან განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთის „სტრატეგიული პარტნიორია“ და ურთიერთობების გაღრმავებას გაუსვა ხაზი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი