ქალთა საფეხბურთო კლუბი ბათუმი ლანჩხუთან 0:2 დამარცხდა

05 ივნისი 2023, 20:48 535 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა ბათუმმა ქალთა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერს ლანჩხუთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. პირველი ნახევარი სტუმრებმა თეონა ბაქრაძის მიერ გატანილი პენალტით მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგეს. მეორე ნახევრის 85-ე წუთზე კი ბათუმელთა კარში კიდევ ერთი გოლი ეთერ სულაშვილმა გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 0:2 დააფიქსირა. ამ დროისთვის შავიზღვისპირელები ქალთა ლიგის სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ბათუმი 10 ივნისს სტუმრად კვარტალის წინააღმდეგ გამართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი