საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე გამოსვლა 6 მედლით დაასრულა.
ტურნირის გამარჯვებულები; ლერი აბულაძე (63 კგ) და რამაზ ზოიძე (72 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლებს იური ლომაძე (77 კგ) და გურამ ხეცურიანი დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ოთარ აბულაძეს (72 კგ) და გელა ბოლქვაძეს (82 კგ) ერგოთ.