ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა ესპანეთის დედაქალაში. მადრიდში წყლით დაიფარა სარდაფები და მეტროსადგური. დატბორილი მეტროს ვიდეოკადრები სოციალური მედიაში ვრცელდება.
მადრიდში წყალდიდობის გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა.
წყლით დაიფარა ერთ-ერთი მთავარი ავტომაგისტრალი, ადიდებულმა წყალმა გაიტაცა რამდენიმე ავტომობილი. მსხვერპლის შესახებ არაფერია ცნობილი.
კვირის დასაწყისში ესპანეთის ხელისუფლებამ მოსალოდნელი სტიქიის გამო დახურა სკოლები და უნივერსიტეტები.