ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ საგანგებო რეჟიმზე გადავა მერიის დასუფთავების სამსახური, რომელსაც ტურისტულ სეზონზე მობილური ჯგუფები დაემატება.
ამასთან ზაფხულის სეზონს ქალაქი განახლებული მუნიციპალური ტრანსპორტითაც ხვდება. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით იზღუდება ნებართვების გაცემა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობისთვის ქუჩების გადათხრაზე. უკვე დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები კი გრძელდება.
ვიზიტორებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ ბათუმის ბოტანიკური ბაღში, სადაც შეიქმნა ახალი, ,,წყნარი დასვენების სივრცე“. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დღესვე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მაგნოლიების შესახებ წიგნის პრეზენტაციაც მოეწყო.