ქობულეთის "შუქურამ" გასვლაზე ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა

28 მაისი 2023, 18:43 838 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ქობულეთის "შუქურამ" გასვლაზე ქუთაისის "ტორპედო" 1-2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

68-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ პენალტიდან ანგარიში გახსნა და ქობულეთლები წინ გავიდნენ.
მატჩის კომპენსირებული დროის პირველ წუთზე ფაცაციამ დუბლი შეასრულა.

2 წუთში კი "ტორპედომ" ერთი გოლი გაქვითა და საბოლოო ანგარიში 1-2 კაიკე დავიდმა დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ "შუქურა" 12 ქულას აგროვებს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე გადადის.
მომდევნო ტურში ქობულეთლები 1 ივნისს საშინაო შეხვედრაში კონკურენტ "გაგრას" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში