დუდა სანაძე კვიპროსის ლიგის საუკეთესო ახალწვეულად დაასახელეს

25 მაისი 2023, 13:37 829 ნახვა

საკალათბურთო პორტალმა "Eurobasket.com"-მა დუდა სანაძე კვიპროსის ლიგის საუკეთესო ახალწვეულად დაასახელა. პორტალმა საქართველოს ნაკრების წევრი, კიდევ ორ ნომინაციაში დაასახელა: სანაძე ლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში და ლიგის საუკეთესო შემტევთა პირველ ხუთეულშიც შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის სანაძე გასულ სეზონში ფამაგუსტას ანორთოსისის ღირსებას იცავდა და კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში საშუალოდ 34.3 წუთში, 19.4 ქულა, 4.2 მოხსნა, 4.0 გადაცემას 1.5 ჩაჭრას, აგროვებდა.

რაც შეეხება „ანორთოსის“ 2022-23 წლების სეზონში კვიპროსის ჩემპიონატის ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ „აეკ ლარნაკასთან“ დამარცხდა და სეზონი ტიტული გარეშე დაასრულა.

დუდას ანორთოსისთან კონტრაქტის ვადა უკვე ამოეწურა, მისი ახალი კლუბის ვინაობა კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში