დღეს ''დინამო'' ბათუმი ''თელავს'' დაუპირისპირდება

24 მაისი 2023, 11:41 955 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში დღეს ''დინამო'' ბათუმი საკუთარ მოედანზე ''თელავს'' დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის ბათუმელები 32 ქულით ''სამგურალთან'' ერთად სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან, ხოლო ''თელავი'' 11 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. ''დინამოსა'' და ''თელავის'' მატჩი ბათუმის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

დღესვე ტურის სხვა 4 შეხვედრაც არის ჩანიშნული:

  • ''შუქურა'' - ''სამტრედია'' 15:30 საათი;
  • ''ტორპედო'' - ''დინამო'' თბილისი 16:30 საათი;
  • ''საბურთალო'' - ''სამგურალი'' 19:00 საათი;
  • ''დილა'' - ''გაგრა'' 21:00 საათი.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში