გიორგი შერმადინის ლენოვო "ტენერიფემ“ ესპანეთის ლიგა ენდესას ბოლო 34-ე ტურში „სარაგოსას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 92:69 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგიმ 23:46 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
ლენოვო "ტენერიფემ“ რეგულარული სეზონი 24 მოგებითა და 10 წაგებით მეოთხე ადგილზე, დაასრულა და პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა.