გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ „რეალთან“ მოაგებინა

22 მაისი 2023, 20:39 530 ნახვა

„ვალენსიისა“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს, რომელმაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „ვალენსიამ“ ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 35-ე ტურის მატჩში დიეგო ლოპესის მიერ 33-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ბოლო წუთებზე „რეალმა“ სამი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ქართველმა მეკარემ სამივეჯერ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა. ჯერ ფედერიკო ვალვერდეს დარტყმული ბურთი მოიგერია, მერე ტონი კროოსის შესრულებული ჯარიმის დროს გადაარჩინა გუნდი, ბოლოს კი პირისპირ დარჩენილ ქარიმ ბენზემას აჯობა. ლა ლიგამ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების მეკარე დაასახელა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი