ენმ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს

22 მაისი 2023, 19:46 686 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ დღეს ბიუროს სხდომაზე კანონმდებლებს დაჩქარებული წესით  ნაციონალური მოძრაობის კანონპროექტის განხილვა მოსთხოვა. კანონპროექტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებს გულისხმობს, რომლის მიხედვითაც სანქცირებული პირებს საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოთ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მითითების მიუხედავად,  რომ საკითხის განხილვის მოთხოვნით დეპუტატებმა იურიდიულ კომიტეტს მიმართონ, ნაციონალურ მოძრაობას მოლოდინი არ აქვს, რომ მმართველი გუნდი კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. ქართულ ოცნებაში კი ფიქრობენ. რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დაშვებული დრამატული შეცდომები გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველომ 2008 წელს ომის თავიდან არიდება ვერ შეძლო და ახლა მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტებიც სწორედ ორმაგი სტანდარტების და ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების ნათელი მაგალითია.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი