ისინი, ვინც წინააღმდეგი არიან რუსეთიდან პირდაპირი ფრენების განხორციელების,20 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან. რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ მოსკოვი-თბილისის პირველი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა,რასაც აქცია და დაკავებები მოჰყვა.მოქალაქეები მგზავრებს საპროტესტო ბანერებით და სტვენით დახვდნენ.პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 6 ადამიანი პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.