ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

16 მაისი 2023, 11:20 635 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა’’ ბათუმის თვითმმართველობაში არსებულ კორუფციულ სქემაზე საუბრობს.

რეზო ხარაზის განცხადებით, ამ სქემაში რამდენიმე კომპანიაა ჩართული და საბიუჯეტო თანხები ტენდერების გზით მიღებული ფული საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილის და ''ქართული ოცნების''  პარტიულ ინტერესებს  ხმარდება, როგორც ოფიციალური  შემოწირულობების, ასევე  არაოფიციალური  დაფინანსების სახით.  

რეზო ხარაზის მტკიცებით, მსგავს სქემაშია ჩართული  საკრებულოს წევრ  ლევან დოლიძესთან  დაკავშირებული ორი კომპანიაც.  

თავად ლევან დოლიძე აცხადებს, რომ ბრალდებები მისი და მისი ოჯახის მისამართით უსაფუძვლოა და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი