მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

15 მაისი 2023, 20:31 536 ნახვა

რატომ ავიწყდება ყველას, მათ შორის ჩვენს მეგობრებს, რომ 2008 წელს იყო ამ ქვეყანაში ომი და ამ ომის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, 2019 წლის შემდეგ კი არ შეიცვალა სიტუაცია, მანამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? ეს გადავშალეთ და ტეთრი ფურცლიდან ვიწყებთ ურთიერთობას უკრაინის ომის გამო?, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ყველას ავიწყდება, რომ მათმა ბელადმა და ლიდერმა ცალხმრივად მოუხსნა სავიზო შეზღუდვები რუსებს. ამ შემთხვევაში საუბარია, რომ თურმე ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ჩვენს მოქალაქეებს. თუ სააკაშვილი უხსნიდა სანქციებს რუსებს, ეს თურმე პროევროპული ყოფილა და ჩვენ თუ საკუთარ მოქალაქეებს არ ვუწესებთ, ეს ყოფილა პრორუსული. ასეთი ლოგიკა აქვთ  ჩვენს ოპონენტებს. სამწუხაროა, რომ მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება 2008 წლის ომი და ისიც ათვლას იწყებს უკრაინის ომიდან გამომდინარე. სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ რუსებს მოუხსნა სანქციები არის კარგი და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საკუთარ მოქალაქეებს არ დაუწესოს დე ფაქტო თუ დე იურე სანქციები, ეს არის ცუდი. ამ ლოგიკას ასაღებენ საზოგადოებას. ეს ლოგიკა არ გავა, ამ ანკესზე საზოგადოება არ წამოეგება“, – განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი