გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაო მოიპოვა 

15 მაისი 2023, 10:15 568 ნახვა

ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ესპანური კლუბები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემმალაგისუნიკახა“ 84:79 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი სარგებლიანობის კოეფიციენტით თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. მისი სრული სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 26 წუთი, 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა.

ტენერიფე“ ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგას მედლით ამთავრებს: 2022 წელს ჩემპიონობა მოიპოვა, ამჯერად – მესამე ადგილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი