''დინამო'' ბათუმმა ''გაგრას'' 3-1 მოუგო

14 მაისი 2023, 23:10 892 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმმა სანქციის გამო ცარიელი ტრიბუნის წინაშე ''გაგრა'' 3-1 დაამარცხა.

ანგარიში სწრაფად მე-4 წუთზე ჩაბრაძის გადაცემით ზარიამ გახსნა და ''დინამო'' წინ გავიდა. მალევე მუსა კონატემ ფლამარიონს გაატანინა და სხვაობა გაიზარდა.

მეორე ტაიმში ბათუმელთა კარში დანიშნული პენალტი მუსელიანმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა.

79-ე წუთზე კი ფლამარიონმა კარგი დრიბლინგის შემდეგ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.

ამ დროისთვის ეროვნული ლიგის ცხრილს 31-31 ქულით ''დინამო'' ბათუმი და წყალტუბლოს ''სამგურალი'' ლიდერობს.

მესამე ადგილზე მყოფ ''დინამო'' თბილისს კი 27 ქულა აქვს. მომდევნო ტრუში ''დინამო'' ბათუმი 20 მაისს გასვლაზე უშუალო კონკურენტს წყალტუბოს ''სამგურალს'' ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში