„კლიმატის ცვლილება და ენერგორესურსები“ - თემაზე გაეროს მოდელირებული კონფერენცია ჩატარდა. ყოველწლიურ კონფერენციაში მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები თავად გახდნენ ისეთი პროცესების მონაწილეები, რომელიც საერთაშორისო დიპლომატიაში გლობალური მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას გულისხმობს.
კონფერენცია „გაეროს ასოციაცია საქართველოს“-თან თანამშრომლობით ჩატარდა და მას წელს პირველად ქართულ-ამერიკულმა სკოლა ''პროგრესმა'' გაუწია ორგანიზება.