ბათუმის ყინულის მოედნის სპორტსმენებს 100 წყვილი ციგური გადასცეს. მერიის დაფინანსებით განახლდა ყინულის საფარიც.
სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში და ჩვენს რეგიონში სპორტის ამ სახეობის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.