ეროვნული ლიგის მე-13 ტურში დინამო ბათუმი სტუმრად სამტრედიას დაუპირისპირდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და სამტრედიიდან უმნიშვნელოვანესი 3 ქულა წამოიღო.
შეხვედრა დინამო ბათუმმა სწრაფი გოლით დაიწყო. მე-4 წუთზე მუსა კონატეს პასით გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა.
გამორჩეული შეხვედრა გამოუვიდა ბათუმელთა ფეხბურთელს მუსა კონატეს, რომელმაც საგოლე გადაცემას 74-ე წუთზე გოლიც დაუმატა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დინამო ბათუმი 13 ტურის შემდეგ 28 ქულით სამგურალთან ერთად გათამაშების ცხრილის ლიდერია.