მიქაუტაძე და დავითაშვილი ზედიზედ მესამედ სიმბოლურ ნაკრებში 

11 მაისი 2023, 10:51 540 ნახვა

ლიგა 2-ის ისტორიაში ზედიზედ მესამე ტურია, სიმბოლურ ნაკრებში ტურნირის ოფიციალური გვერდი ორ ქართველს ასახელებს. 34-ე ტურში „მეცის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ „ნიორთან“ გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა და გუნდის მოგება განაპირობა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის ერთადერთი გოლით „ბორდომ“ შინ „კაენი“ 1:0 დაამარცხა.

ორივე ქართველი ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა 34-ე ტურის 11 რჩეულში დაასახელა.

მიქაუტაძე მარცხენა ფლანგის შემტევის როლში, დავითაშვილი კი მარჯვენა ფლანგზე.

აღსანიშნავია, რომ ქართველები ბოლო შეხვედრებს განსაკუთრებით მაღალ დონეზე ატარებენ და 32-ე და 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი