ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე მსოფლიო თასების ისტორიაში საუკეთესო 100 მორაგბეში მოხვდა. ქართველი მორაგბეებიდან ერთადერთია, რომელიც ბრიტანულმა The Independent-მა 100-ეულში შეიყვანა. ქართველი მორაგბე კლასიფიკაციაში 93-ე ადგილზეა. მას საქართველოს ნაკრების მაისურით ოთხ მსოფლიო თასზე 2007, 2011, 2015 და 2019 წლებში აქვს ნათამაშები. მან საქართველოს ნაკრებში 2003-2019 წლებში 75 მატჩში 135 ქულა მიითვალა. The Independent-ის რეიტინგში ახალზელანდიელები სჭარბობენ, მოწინავე 3 პოზიცია სწორედ ოლ ბლექსის მორაგბეებს უკავიათ: რიჩი მაკქოუს, დენ კარტერსა და ჯონა ლომუს.