„შავი ლომი“ სამხრეთამერიკულ ტურნეს ასრულებს

05 მაისი 2023, 20:08 608 ნახვა

პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი, შავი ლომი სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში ბოლო მატჩს საქართველოს დროით 6 მაისს, 22:00-საათზე ურუგვაიში ადგილობრივ პენიაროლთან გამართავს. შავი ლომის მორაგბეებმა სამხრეთამერიკულ ტურნეზე არგენტინული დოგოსი და ჩილეს სელკნამი დაამარცხეს, ხოლო პამპასთან და სუდამერიკა 15-თან დამარცხდნენ. ლევან მაისაშვილმა ძირითად შემადგენლობაში სოსო მათიაშვილი დააყენა. პირველი ხაზი უცვლელი დარჩა და იქ ნარიაშვილის, მამუკაშვილისა და პატარაიას ტრიოს ვიხილავთ. ქართული ფრენჩაიზი 7 მაისს სამშობლოში დაბრუნდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში