ბათუმელმა ტაეკვონდისტმა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

05 მაისი 2023, 14:05 510 ნახვა

ტაეკვონდოში ბათუმელმა მებრძოლმა ზურა კინწურაშვილმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის  თემო ღლონტის თქმით, ეს კინწურაშვილისთვის, რომელიც 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი იყო, რომელიც ზაფხულში ბაქოში გაიმართება.

ზურაბ კინწურაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც საქართველოდან, მშვილდოსანი ციკო ფუტკარაძის შემდეგ, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოუტანა. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ზაფხულში, პოლონეთში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი