ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „მილანის“ წინააღმდეგ ქულის მოპოვება შეძლო

04 მაისი 2023, 20:53 582 ნახვა

იტალიის სერია ა-ს 33-ე ტურის შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „მილანს“ შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა. ქართველმა მცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. „სან სიროზე“ გამართულ დაპირისპირებაში „მილანმა“ სტუმართა კარი მე-11 წუთზე ალექსის სალემაკერსის დარტყმით აიღო, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა და ტაიმი 0:0 დასრულდა. ანგარიში მეორე ტაიმის 77-ე წუთზე გაიხსნა „კრემონეზეს“ შემტევმა დავიდ ოკერეკემ კრემონელები წინ გაიყვანა. მილანმა ანგარიშის გათანაბრება დამატებულ მესამე წუთზე მოახერხა, გოლი ჟუნიორ მესიასმა გაიტანა. ლუკა ლოჩოშვილმა "სან სიროზე" მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, „ჰუსქორდმა“ კი მისი თამაში 6,75 ქულით შეაფასა. „კრემონეზემ“ სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე რჩება. ლოჩოშვილის გუნდს გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად, სულ ცოტა, 6 ქულა სჭირდება ჩემპიონატის დასრულებამდე კი 5 ტური რჩება. კრემონეზე მომდევნო შეხვედრას 6 მაისს, საკუთარ მოედანზე სწორედ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან - სპეციასთან ჩაატარებს, რომელსაც 27 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში