NBA-ში რეგულარი სეზონის MVP-ის ტიტულის მფლობელი ფილადელფია სევენთი სიქსერსის ცენტრი ჯოელ ემბიდი გახდა. 100 გამოკითხულიდან 73-მა პირველ ადგილზე ემბიდი დააყენა, მეორე ადგილზე გავიდა წინა ორი სეზონის MVP ნიკოლა იოკიჩი 15 ხმით, მესამეზე 12 ხმით იანის ანტენტოკუნმპოა. ემბიდმა 2022-23 წლების სეზონი 33.1 ქულით, 10.2 მოხსნითა და 4.2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ის ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. NBA-ის 2022-23 წლების სეზონის ინდივიდუალური პრიზების მფლობელები ასე გამოიყურება: საუკეთესო მწვრთნელი – მაიკ ბრაუნი საკრამენტოდან, საუკეთესო დამცველი მემფისიდან ჯარენ ჯექსონი, საუკეთესო მეექვსე მოთამაშე – მალკოლმ ბროგდონი გახდა ბოსტონიდან, საუკეთესო დებიუტანტის პრიზი ორლანდოს მოთამაშე პაოლო ბანკერომ მიიღო. ყველაზე პროგრესირებადი –ლაური მარკანენი გახდა იუტადან, საუკეთესო მოთამაშე კლატჩში კი საკრამენტოს მოთამაშე დე’აარონ ფოქსი გახდა.