მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები ცნობილია

29 აპრილი 2023, 17:10 722 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს. 

ფილიპინების დედაქალაქმა მანილამ წილისყრას უმასპინძლა და მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა ჯგუფი შედგა, მათ შორის ცნობილია საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც.

საქართველო F ჯგუფში მოხვდა, სადაც სლოვენიის, კაბო-ვერდეს და ვენესუელას ნაკრებებიც იქნებიან. ამ ჯგუფის შეხვედრებს იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს.

მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში