ევროპის ჩემპიონატი შოტოკან კარატეში

28 აპრილი 2023, 20:04 755 ნახვა

ბულგარეთის ქალაქ კრანევოში 28, 29 და 30 აპრილს ტარდება ევროპის ჩემპიონატი შოტოკან კარატეში, სადაც აჭარიდან საქართველოს ნაკრებთან ერთად 12 სპორტსმენი ასპარეზობს, დღეს ჩატარდა შეჯიბრი ბავშვებში 6-დან 13 წლის ჩათვლით.

დღევანდელი დღის შედეგები კი ასეთია: 10-11 წლის სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს 30 კილოგრამში პირველ ადგილზე გიგი ბაკურიძე გავიდა. 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი ანდრია კუპრეიშვილი დაიკავა. 35 კილოგრამში გოგონებში მეორე ადგილზე თამარ ცინცაბაძე გავიდა. მესამეზე 42 კილოგრამში ანდრია ონიანი.

12-13 წლის სპორტსმენებში 55 კილოგრამ კატეგორიაში ზურა ვერძაძე მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ხვალ გაიმართება შეჯიბრება კადეტ იუნიორებში, ზეგ უფროსი ასაკის სპორტსმენები იასპარეზებენ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი